მთავარი იდეა სტუმარი კლასში
მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეები ესტუმრებიან ასაკოვან ადამიანს, რომელიც გააცნობს მათ საკუთარ შემოქმედებას. Aამ სტუმრობით მოსწვლეები დაეხმარებიან უფროსი ასაკის ადამიანს დაფასებულად თავის შეგრძნებაში და ასევე დაფიქრდებიან იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის მეორე ადამიანის დაფასება და პატივისცემა. Dდაინახავენ განსხვავებას უფროსი ასაკის თაობასა და მათ თაობას შორის და გაეცნობიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას.
მიზნები და შედეგები მოსწავლეების ინტერესის ამაღლება მუსიკის საგანში,ქართული ფოლკლორის დაფასება და შესწავლა. Mმოსწავლეები დამოუკიდებლად ახდენენ ინტერვიუს ჩაწერას, ღონისძიების დაგეგმვას, პროექტის პრეზენტაციას.
შეფასების საგანი და პროცედურები შევაფასებ ჩართულობას, შემოქმედებითობას.
რა ცოდნას უნდა უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ Mმოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ შეიქმნა ძველი ქართული ხალხური სიმღერები და როგორ მოაღწიეს ამ სიმღერებმა ჩვენამდე
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები წიგნი, რვეული, ვიდეო და აუდიო მასალა,ციფრული ფოტო აპარატი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა სასწავლო პროექტი 4 გაკვეთილს მოიცავს.გაკვეთილი 1: თემის გაცნობა და საშინაო დავალების მიცემა; 2:ინტერვიუს მომზადება და ხალხური სიმღერების გამეორება; 3-4:ასაკოვან ადამიანთან სახლში სტუმრობა, ინტერვიუს ჩაწერა, მისი შექმნილი სიმღერების ჩაწერა და სკოლაში მოწვევა ღონისძიებაზე. ამით პროექტზე მუშაობა დასრულებულია. Mმოსწავლეები იწყებენ სასკოლო ღონისძიების დაგეგმვას. სტუმარი მოწვეულია სასკოლო ღონისძიებაზე, იგი შეასრულებს საკუთარ სიმღერებს, გაიხსენებს თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს, მადლობას უხდის ბავშვებს და მასწავლებელს საინტერესო მუშაობისათვის.
კრიტერიუმი მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
1-2 3-5 6-8 9-10
პრეზენტაცია ვერ წარმოადგენს მასალას უჭირს მასალის წარმოდგენა საკმაოდ კარგად წარმოადგენს მასალას კარგად წარმოადგენს მასალას
ჟგუფური მუშაობა ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში მეტ-ნაკლებად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში საკმაოდ კარგად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში კარგად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
No comments:
Post a Comment